понедельник, 30 ноября 2009 г.

ბოლო სადგურისკენ

აღმართს მივყვებოდი მარტო-სული
შენ რომ შეგხვდი,
თვალი აგარიდე, ისე შემეშინდა
შენი მზერის,
მერე გზას ნიშნულად ჩვენმა ნაფეხურმა
გადაკვეთა,
მაშინ მივხვდი თურმე რა ყოფილა
დაბადება,
გზები გაიწელა უსასრულო
ზამთარივით,
დღეები კი ისევ დარჩა
არ წაშლილი...
მერე ძლიერ, ისე ძლიერ
დავიღალე,
ფრთები ჩამოვუშვი,
ძალა დამეკარგა, ვეღარ გიხმე,
განაწამები
უმთვარო ღამეს შევეფარე
ჩადრი ავიფარე....
მაგრამ შემეშინდა დუმილის და
ავხმაურდი,
და ვერ დაგინახე...
თურმე
წაშლილიყო ჩვენი ნაფეხური,
კვლავ გზას დავადექი
ქვიშიანს და უსიცოცხლოს
ბოლო სადგურისკენ
უ-პირობოდ.

Комментариев нет: