суббота, 3 января 2009 г.

ერთი ნაბიჯია შენიდან - ჩემამდე

ერთი ნაბიჯია შენიდან - ჩემამდე,
ჩემიდან - შენამდე მანძილი დიდია,
ანი-დან ჰა-ემდე
და ისევ უკანვე
ოცდაცამეტი ბეწვის ხიდია.
ერთი ნაბიჯია,
უსახო ნახატზე
თვალები მაგონებს კატისებრ სიმწვანეს,
აიღე ფანქარი, ფურცელი
დამხატე
ანი-დან ჰა-ეთი
აწყობილ სიტყვებზე.
მე - ერთი ნაბიჯი,
შენ - ორი,
ვერ გწვდები,
ახლოს ხარ და მაინც
შორია შენამდე,
ვერ ვაწყობ,
ქუჩაში ვიღაცას აბოდებს,
ვიღაცა ხმამაღლა ეძახის პილატეს
სიტყვები წამართვეს...
მე ასე მგონია
ანი-დან ჰა-ემდე
და ნაბიჯ-ნაბიჯით,
დავბრუნდი, უსახო თვალებით დავდივარ
მე - ერთი
შენ - ორი
ჩვენ - ოცდაცამეტი
ანი და ჰაე თი
მოზომილ ნაბიჯით

ნაბიჯები კეცავენ გზას

ნაბიჯები კეცავენ გზას
და ლაქებად ტოვებენ
ლაბირინთად ქცეულ წარსულს,
გულს ვერდაკეცილი
გზები ჩავაცვი სამოსად,
რომელიც შიშველ სხეულზე
ნაფლეთებად ყრია
ხმელი ფოთლებივით....