понедельник, 30 ноября 2009 г.

დავბრუნდი(თ)

დავბრუნდი
იქნებ ასე ბრუნდებიან ანგელოზები
რომლებსაც ფრთები მოკვეცეს...
სხეულზე ტკივილ დაფენილი მოგონებები
თვლემენ და სულ ცოტა სჭირდებათ
რათა ახმაურდნენ
და მარილ მოყრილი დღეები გააცოცხლონ
ტკივილისა და ცრემლებისათვის
ან იქნებ არც....
დავბრუნდი
და თვალებახვეული ვდგავარ გზაჯვარედინზე
სრულ მარტოობაში...
სიბნელეში ხანდახან უკეთ კვალავენ გზას
შენი თვალებით სავსე ღამეები.
ჰო....
დავბრუნდი(თ)
და...
იქნებ ასე ბრუნდებიან ანგელოზები
რომლებსაც სულში ეშმაკი ჩაუსახლეს
და ფრთები მოკვეცეს ვერ გასაფრენად.

Комментариев нет: