понедельник, 30 ноября 2009 г.

სევდიანი მოდარაჯე...

ვარ ერთი სევდიანი მოდარაჯე
სასახლის, რომელსაც ვაშენებდი,
ცა ისე უეცრად ჩამოინგრა
დამრჩა სალოცავი ნაშენები,
ვერ მივხვდი, რომ თურმე
ნაბიჯ-ნაბიჯ
გალავანს აგური მოვაცილე,
და რასაც ვაშენებდი რუდუნებით
ერთი ხელის მოსმით დავანგრიე,
ტკივილი რატომღაც არ მიგრძვნია,
წარსული სამარეს მივაბარე,
თვალებში ჩაკირული სინანულით
ნისლივით ცალუღელამ გავივაკე,
ნანგრევებს დარაჯად მოგონება
და უტყვი სინანული დავუყენე...
და დამრჩა ოცნება ნაშენები
სასახლის სევდიან მოდარაჯეს.

Комментариев нет: