вторник, 8 июля 2008 г.

მარტოდარჩენილი ფიქრი

ჰო, მიყვარდა, აბა არ მიყვარდა?!
მერე სადღაც გაილია, გაქრა ეს სიყვარული ისე ჩუმად, რომ ვერც კი გავიგე.
რატომ?
არ ვიცი...
ვიცი ის რომ აღარაფერი დარჩა, სულ არაფერი...
იქნებ იმიტომ რომ სიყვარული ყვავილივითაა, მუდმივი მოფერება უნდა, ნაღვერდალია, მუდმივად რომ უნდა უბერო სული, რათა არ ჩაქრეს. ჩრდილში არ უნდა ამყოფო, რომ სხვისი ფანჯრიდან შემოპარული მზის სხივს არ გაჰყვეს სითბოს მონატრებული.
ჰო, მიყვარდა, აბა არ მიყვარდა?
რატომ მეუბნები ასე.
დიდხანს ვაფათურე ხელი ჩემი გულის კუნჭულებში, იქნებ მონატრებას მაინც მივაგნოვო...
აღარც ის დამხვდა...
ასე როგორ ჩააქრე ის ცეცხლი, ასე რომ გწვავდა.
მიტოვებულ და გაციებულ კერას დამსგავსებია გული
გული-ჩემი თავშესაფარი

2 комментария:

Mimos комментирует...

"იქნებ მონატრებას მაინც მივაგნოვო..."

ეგრე დაწერე:
"იქნებ მონატრებას მაინც მივაგნოო..."

და ნელიკო, მე მეჩვენება, რომ ეს უკვე ძალიან სენტიმენტალურია. ადრე არ იცოდი შენ ეგრე...

ისე დაწერე, რომ ეს ყველაფერი ქვეტექსტში იყოს და უკეთესი იქნება, მე მგონი...

ჰა? :)

ნ ე ლ комментирует...

ხო შემომეპარა სენტიმენტალიზმი... :) ჩავასწორებ აუცილებლად. მიხარია შენი სტუმრობა