შენ მპირდებოდი
არასოდეს დავშორდებითო,
ახლა კი უშენობით სავსე დღეები სცვივა,
ხმელი ფოთლებივით,
ჩვენი ნატვრის ხეს.
ნუთუ ასე ძნელი იყო გეთქვა:
-მივდივარ...
მე ვამბობ შენს ნაცვლად
და ღამეს შეფარებულ თვალებს
მთვარე წმენდს ცრემლებს,
როგორ მინდოდა
შენს ხელისგულებს აეკრიფა
ჩემს სხეულზე დაფოთლილი
და ვნებად დაყრილი
შენი მონატრება.
სადა ხარ...
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий